გოგრის კრემ-სუპი

გოგრის კრემ-სუპი ჩემი სამზარეულოს ჰიტია! ნაზი, უგემრიელესი, ვიტამინებით სავსე. შეხედეთ მის ფერს – ეს ხომ მზეა თეფშში. გოგრის სუპი ბავშვებისთვის იდეალურია, რადგან მას ბევრი სარგებლობა მოაქვს. მოუმზადეთ გოგრის კრემ-სუპი თქვენს მეორე ნახევარს ვახშამზე და გაატარეთ თბილი, მყუდრო ზამთრის საღამო.

საერთოდ მიყვარს გოგრიც რეცეპტები და ბევრ კერძს ვამზადებ. აუცილებლად გაგიზიარებთ ნელ-ნელა.

შეგიძლიათ გოგრის კრემ-სუპი ნაღებით დაამზადოთ ან ქოქოსის რძით.

გოგრის სარგებლობა: ვიტამინები – А, Е, С, D, F, PP, T, B; მიკროელემენტები – კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია, კობალტი.

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • გოგრა – 200 გრ.
  • სტაფილო – 1 საშუალო ზომის
  • კარტოფილი – 3 საშუალო ზომის
  • ნაღები ან ქოქოსის რძე – 100 მლ.
  • სუნელები – მარილი, პილპილი, კურკუმა, დაფნის ფოთოლი.

ამ ინგრედიენტების რაოდენობიდან გამოვიდა 3-4 ულუფა.

როგორ მოვამზადოთ გოგრის კრემ-სუპი?

  1. მოამზადეთ ბოსტნეული – გაფცქვენით და დაჭერით სტაფილო, კარტოფილი და გოგრა.
  2. სტაფილო და კარტოფილი ჩააგდეთ მდუღარე წყალში დაფნის ფოთოლთან.
  3. 10-15 წუთში დაუმატეთ გოგრა. დაასხით იმდენი წყალი, რომ ბოსტნეული ოდნავ იყოს დაფარული.
  4. დაამატეთ სუნელები და მოხარშეთ სანამ გოგრა დარბილდება.
  5. ამოიღეთ დაფნის ფოთოლი. ბლენდერით ათქვიფეთ სუპი და დაამატეთ ნაღები ან ქოქოსის რძე. დაარეგულირეთ სუპის კონსისტენცია, თუ არ დაგაკმაყოფილებთ ის რაც გამოვიდა. გოგრის კრემ-სუპი მზადაა.

რჩევები: მოამზადეთ ორცხობილები თქვენი საყვარელი პურისგან და მიირთვით გოგრის კრემ სუპთან ერთად. ასევე წვნიანს უხდება გოგრის თესლები.

გოგრის რეცეპტები