სამარხვო ბლინები მინერალური წყლით – ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი კვერცხის გარეშე. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ჯემით, არაჟნით, თაფლით, შოკოლადის ქარაქით. ბლინები გამოდის ნაზი, თხელი და არომატული. ამ რეცეპტით მომზადებული ბლინები მოსწონს ყველას!

სამარხვო ტკბილი ბლინები

ამ ბლინების გემო ძალიან საუცხო გამოდის 2 საიდუმლო ინგრედიენტის დახმარებით. ჩვენ გამოვიყენებთ დარიჩინს და დაფქულ სალბს.

რა ინგრედიენტები დაგვჩირდება?

  • ხორბლის ფქვილი – 250 გრ
  • ქოქოსის შაქარი (ან ჩვეულებრივი რაფინირებული) – 3-4 სუფრის კოვზი
  • სოდა – ½ ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი – 1 ჩაის კოვზი
  • მინერალური წყალი (მე ავიღე „ლიკანი“) – 300 მლ
  • ჩვეულებრივი წყალი – 50-70 მლ (დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თხელი ბლინები გინდათ)
  • დარიჩინი და სალბი – ¼ ჩაის კოვზი.

სამარხვო რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ბლინები?

  • ავურიოთ ფქვილი, შაქარი და სოდა
  • ნელ-ნელა დავუმატოთ მინერალური წყალი, ჩვეულებრივი წყალი, დარიჩინი და სალბი. ავურიოთ კოვზით ან ავთქვიფოთ ბლენდერით, მიქსერით. სულ ბოლოს ვამატებთ ზეთს. ვარეგულირებთ ცომის კონსისტენციას რომ მივიღოთ ყველაზე თხელი ბლინები.
  • ტაფა კარგად გავაცხელოთ. თუ ის განკუთვნილია სპეცუალურად ბლინებისთვის არ გვინდა ზეთის წასმა, თუ არა – სულ ცოტა ზეთი დაგვჭირდება. შევწვათ ორივე მხარეს და გადავიღოთ თეფშზე. იმისათვის რომ ბლინები ერთმანეთს არ მიეწებონ, ცხელი ბლინი ჯერ ხის ტაფაზე გააცივეთ.

უგემრიელესი სამარხვო ტკბილი ბლინები მზადაა! გემრიელად მიირთვით! აუცილებლად სცადეთ და გააზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. ასევე აუცილებლად გასინჯეთ ეს უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპი.

სამარხვო ბლინები