შოკოლადის „რძე“ – ეს არის უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო სასმელი. იდეალურია მსუბუქი საუზმისთვის ან როგორც დესერტი. ეს არის სამარხვო რეცეპტი, რადგან არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. ასეთი სასმელი მოეწონება როგორც ბავშვებს ასევე დიდებსაც!

შოკოლადის რძე

სარგებლობა

ეს სასმელი შეიცავს ძალიან სასარგებლო ინგრედიენტებს. სეზამი არის კალციუმის მდიდარი წყარო, ბანანი კალიუმს და სხვა მიკროელემენტებს შეიცავს. ფინიკი არის ვიტამინების, და ენერგიის წყარო. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სეზამის რძე.

ამ რეცეპტში შეიძლება კაკაოს გამოყენება, მაგრამ მე ვიყენებ კერობს. ეს არის კერატის ხის პარკის ფხვნილი რომელიც ჰგავს კაკაოს  გემოთი. კერობში არ არის კოფეინი, ამიტომ  იგი არ იწვევს მიჩვევას. სამაგიეროდ  შეიცავს ძვირფასი ვიტამინების და მინერალების „დოზას“, სასარგებლოა როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ინგრედიენტები

სეზამი – 1-2 სუფრის კოვზი

ფინიკი – 2-3 ცალი

ბანანი – 1 დიდი ან 2 პატარა

კერობი ან კაკაო – 1-2 ჩაის კოვზი

წყალი – 240 მლ.

მომზადება

  • ჩაყარეთ სეზამი ბლენდერში და ცოტაოდენ წყალთან ათქვიფეთ
  • დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები, კარგად დააბლენდერეთ და სასმელი მზადაა!

ამ სასმელს აქვს ნაზი ტექსტურა და ძალიან მდიდარი გემო! მომზადებას სულ რაღაც 3 წუთი სჭირდება.

აუცილებლად ნახეთ ამ რეცეპტის ვიდეო და სცადეთ მომზადება!