„თევზის“ წვნიანი თევზის გარეშე – იდეალური სამარხვო სადილია. ძალიან ნოყიერი და გემრიელი გამოდის. ამ სუპს აქვს თევზის გემო, რადგან მოსამზადებლად გამოიყენება ნორის ფურცლები.

ინგრედიენტები

🔸წყალი – 1,5 ლ

🔸სტაფილო – 2 საშუალო ზომის

🔸კარტოფილი – 2-3 საშუალო ზომის

🔸პატარა კომბოსტოს ნახევარი (150-200 გ)

🔸პომიდორი – 2 საშუალო ზომის

🔸ფეტვი – ½ ჭიქა

🔸ნორის ფურცლები – 2-3 ცალი

🔸დაფნის ფოთოლი

🔸მარილი, პილპილი გემოვნებით.

 

მომზადება

  • აადუღეთ წყალი
  • პომიდორი დაჭერით პატარა ნაჭრებად, სტაფილო რგოლებად. მოთუშეთ მცენარეულ ზეთში 3-4 წუთის განმავლობაში. დაასხით წყალი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი
  • დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ 5-7 წუთი
  • დაამატეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, ფეტვი და დაქუცმაცებული ნორის ფურცლები
  • დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მოხარშეთ სანამ ფეტვი არ იქნება მზად (20-25 წუთი)
  • გამორთეთ გაზი და თავსახურის ქვეშ დატოვეთ 10 წუთით
  • ამოიღეთ დაფნის ფოთოლი, გადმოიღეთ თეფშზე და დაუმატეთ კამა.

გემრიელად მიირთვით!