კარდიოქირურგი ელსუორთ უერჰემი, რომელმაც დაასრულა თავისი საქმიანობა, როდესაც 95 წლის გახდა. უერჰემი გარდაიცვალა 2018 წელს 104 წლის ასაკში. ის იყო ვეგანი თავისი ცხოვრების 50 წლის განმავლობაში და თვლიდა, რომ სწორედ ეს არის მისი დღეგრძელობის და კარგი ჯანმრთელობის მიზეზი.
98 წლის ასაკში ინტერვიუს დროს უერჰემმა თქვა: „ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ვეგანი ვარ. ვფიქრობ, რომ ეს არის კვების ჯანმრთელი ფორმა. ვცდილობ მშვიდად გავუმკლავდე ცხოვრებისეულ სირთულეებს და არ ვინერვიულო პრობლემების გამო. მე კარგად მძინავს, თუ დღის განმავლობაში ვგრძნობ, რომ მეძინება, მივდივარ და ვიძინებ – ასე ვცდილობ მაქსიმალურად ყურადღებით ვიყო ჩემი ორგანიზმის მიმართ და შევინარჩუნო ენერგია.
95 წლის ასაკში დავამთავრე ოპერაციების ჩატარება და ამით National Geographic ყურადღება მივიპყარი. სხვათაშორის ადამიანებს, რომელთან ერთად ვმუშაობდი, უნდოდათ, რომ საქმიანობა გამეგრძელებინა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ მეტი დრო უნდა დამეთმო ოჯახისთვის. კი შემეძლო ახლაც მემუშავა, მაგრამ ჩავთვალე, რომ 95 წლის ასაკში უნდა დამემთავრებინა.
ყოველთვის მქონდა ვეგეტარიანელობისკენ მიდრეკილება. ჩემი ახლობლები ფერმერები იყვნენ და სახლში ბევრი ხორცი გვქონდა, მაგრამ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არასდროს არ მიზიდავდნენ.
როდესაც გავარკვიე, რომ მცენარეული რაციონიდან შემიძლია მივიღო ყველა საჭირო ნივთიერება (ვიტამინ ბ12-ს მიღებასთან ერთად), მაშინ გავხდი ვეგანი.“