მაიკლ გრეგერი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც მცენარეული კვების სარგებლობაზე ატარებს კვლევებს, წერს სტატიებს და იღებს ვიდეორგოლებს. მას აქვს ინფორმაციული რესურსი, სადაც 2007 წლიდან აქვეყნებს მეცნიერულ კვლევებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

თვითონ გრეგერი ვეგანია 1990 წლიდან! მისი წიგნი “How not to die” (2015) არის ბესტსელერი, რომელიც სამწუხაროდ არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე. გრეგერი წერს იმაზე, რომ კვება და ცხოვრების წესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე.🌱

ყველა ვეგანს და ვეგეტარიანელს ვურჩევთ გრეგერის წიგნის წაკითხვას (თუ კარგად გესმით ინგლისური). გაეცანით მის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებს და უყურეთ ვიდეორგოლებს YouTube-ში. ეს დაგეხმარებათ დაბალანსებული ვეგანური რაციონის შედგენაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. 🌱