ხშირად გვესმის, რომ ვეგეტარიანელობა და სპორტი არარეალურია, მაგრამ უამრავი სპორტსმენი ამ მითს ამსხვრევს! მათ შორია კარლ ლიუისი, მაიკ ტაისონი, სერენა და ვინუს უილიამსები, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბევრი სხვა.

ამ მითს ამსხვრევს ჩვენი გვერდის მეგობარიც – ნინო როთჰ! ნინომ გაგვიზიარა თავისი გამოცდილება და ჩვენ პატარა ინტერვიუ გამოგვივიდა.

ნინო როთჰ

როდის და რატომ გადაწყვიტე ვეგეტარიანელობა?

– დაახლოებით 6 წლის წინ გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა ცხოველების ჭამა. ვთვლი, რომ ადამიანებს გარშემო აქვთ იმდენი საკვები,რომ არ არის საჭირო მოკლას ცოცხალი არსება და შეჭამოს მარტო იმიტომ რომ ეს ფიზიკური სიამოვნებაა.

ვარ დაკავებული სპორტით და ეს არანაირ პრობლემას არ მიქმნის ვიყო ვეგეტარიანელი. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კუნთის ჩამოსაყალიბებლად ხორცია აუცილებელი. უამრავი საშუალება არსებობს შეცვალო ხორცი სხვა რამით, მთავარია მოიძიო მეტი ინფორმაცია და სწორად იკვებო.

როგორ იკვებები?

– ჩემი პროტეინი ძირითადად ლობიო, ბროკოლი, ისპანახი, ქინუა და კვერცხის ცილაა. + ვიღებ ვეგეტარიანულ პროტეინს ვარჯიშის შემდეგ.

მე არ ვეთანხმები იმ აზრს, თურმე ღმერთმა ცხოველი იმიტომ გააჩინა, რომ ადამიანმა მოკლას და მიირთვას.ძალიან მიყვარს ცხოველები,ისინი ჩემი მეგობრები არიან და მე მეგობრებს არ ვჭამ!

რა შეცვალა ვეგეტარიანელობამ შენს ცხოვრებაში?

– ის რომ ვარ უფრო ჯანმრთელი და ამისთვის სხვისი სიცოცხლის განადგურება არ მიწევს. გამოვიყურები უფრო ახალგაზრდულად ჩემ ასაკთან შედარებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ვეგეტარიანენელობა ამცირებს სიკვდილიანობის რისკს ისეთი დაავადებებისგან, როგორც კიბო, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და მრავალი სხვა.

მადლობა პასუხებისთვის, ნინო. იმედი გვაქვს შენი ისტორია ბევრს შთააგონებს!