2016 წელს ესპანელმა დიზაინერმა კარმენ ხიჯოსამ წარადგინა Piñatex – ინოვაციური „ტყავი ანანასებისგან“.

15 წლის განმავლობაში კარმენი მუშაობდა ტყავის მწარმოებელ კომპანიაში ირლანდიაში. ფილიპინებზე ვიზიტის დროს მან შენიშნა, რამდენად მავნეა ტყავის წარმოების პროცესი ამ ქვეყანაში და ადგილობრის მწარმოებლებთან ერთად დაიწყო ახალი მასალის შემუშავება.

ასე შეიქმნა Piñatex – ქსოვილი ანანასის ფოთლების ბოჭკოებისგან. Piñatex ნატურალურ ტყავზე იაფია და მისი წარმოება არ ავნებს არც ადამიანს და არც ცხოველს.

ბევრმა ცნობილმა ბრენდმა შექმნა ვეგანური კოლექციები ამ მასალის გამოყენებით: Puma, Asos, H&M…

ეს არის მომავალი!