სეზამის რძე – დღეს მინდა გაგიზიაროთ ამ სასარგებლო მცენარეული რძის რეცეპტი. ეს არის ძროხის რძის ყველაზე კარგი შემცვლელი, რადგან დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს.  იდეალურია ბავშვებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის, ვეგანებისთვის და საერთოდ ყველასთვის.

სეზამის რძე

სეზამის რძის სარგებლობა

შეადარეთ: 100 მლ ძროხის რძე შეიცავს 70-125 მგ კალციუმს (დამოკიდებულია ცხიიანობაზე), და სეზამის 100 გრ. შეიცავს კალციუმის 890 მგ. ამის გარდა სეზამის რძე უფრო კარგად ითვისება ორგანიზმში.

ასევე სეზამის რძე შეიცავს რკინას (დღიური ნორმის 81%), ფორფორს (63%), მაგნიუმს (88%)? კალიუმს (13%), თუთიას (52%). შეიცავს B-ჯგუფის ვიტამინებს: В1, В3, В2, В6, В9. ერთი სიტყვით ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

როგორ მოვამზადოთ სამარხვო სეზამის რძე?

  • სეზამის 100 გრამი ჩაალბეთ 6-8 საათით წყალში
  • ბლენდერში ჩაყარეთ სეზამი და დაასხით 1 ლიტრი სუფთა წყალი
  • დაამატეთ ნატურალური დამატკბობელი გემოვნებით (მაგ. თაფლი, აგავის სიროფი, ფინიკები)
  • კარგად ათქვიფეთ და გაწურეთ დოლბანდის ან საცერის დახმარებით.

მზადაა! შეგიძლიათ უბრალოდ დალიოთ სეზამის რძე, ან გამოიყენოთ ნამცხვრების, სმუზის, ფაფის მოსამზადებლად. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ნუშის რძე.

მცენარეული რძე