შვრიის რძე – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და იაფი ალტერნატივა ძროხის რძისთვის. ეს არის უნივერსალური პროდუქტი როგორც ჯანმრთელობისთვის ასე სილამაზისთვის. შვრიის რძე დადებითად მოქმედებს კანის და თმების ჯანმრთელობაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და გვეხმარება ჭარბი წონის დაკლებაში.

სამარხვო რძე

შვრიის რძის სარგებლობა

შვრია შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და უჯრედისს ოპტიმალურ პროპორციაში. ის შეიცავს ვიტამინებს: B1, B2, B4, B5, B6, B9, E, H; მინერალებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას და ა.შ.

შვრიის რძის სასარგებლო თვისებები:

  • შარდმდენი და ნაღვლმდენი
  • სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი და შეკრულობა
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
  • სასარგებლოა კანისთვის
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს და კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
  • გამოჰყავს ჭარბი სითხე ორგანიზმიდან
  • კარგად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმლებზე
  • ამშვიდებს, ეხმარება ადამიანს უძილობის დროს, ფიზიკური დაღლილობის დროს და ძლიერი სტრესის დროს.

შვრიის რძე სასარგელოა როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის.

შვრიის რძე

შვრიის რძის რეცეპტი

  • 160 გრამს შვრიას (გირჩევთ ხანგძლივი მომზადების შვრიას) დაასხით 1,5 ლიტრი სუფთა თბილი წყალი
  • დატოვეთ 20-30 წუთით
  • დააბლენდერეთ და გაწურეთ დოლბანდის ან საცერის დახმარებით
  • სურვილისამებრ დაამატეთ ნატურალური დამატკბობელი (თაფლი)
  • ასეთი რძე ინახება მაცივარში 3-5 დღე.

შვრიის რძის მომზადება

რაში გამოვიყენოთ შვრიის რძე?

შვრიის რძე გამოიყენება კულინარიაში, იდეალურია მარხვის დროს. მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ სელის ფაფის მომზადებაში. თუ დაამატებთ დამატკბობელს შეგიძლიათ უბრალოდ დალიოთ.

ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტონიკი სახისთვის.

შვრიის რძის სარგებლობა