მოგესალმებით მეგობრებო💚მინდა შემოგთავაზოთ სმუზის 3 რეცეპტი, რომელიც იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში🔥. შეგიძლიათ მოამზადოთ და დღის ნებისმიერ დროს მიირთვათ ☀ უბრალოდ დააბლენდერეთ ინგრედიენტები და გემრიელად მიირთვით!

№1 მოცვი და ბანანი 🍌

🔸გაყინული მოცვი – 100-200 გ

🔸1 მწიფე ბანანი და ნახევარი გაყინული ბანანი

🔸200 მლ ნუშის ან ქოქოსის რძე (ან წყალი)

*უფრო ტკბილი გემოსთვის დაამატეთ ფინიკი ან სხვა ჯანსაღი დამატკბობელი.

 

 

 

 

№2 საზამთრო 🍉

🔸ცივი საზამთრო დაჭრილი კუბიკებად – 2 ჭიქა

🔸წყალი – 1 ჭიქა

🔸1 ჩაის კოვზი თაფლი ან სხვა ნატურალური დამატკბობელი თუ თაფლს არ იყენებთ

🔸პიტნა (დაამატეთ რამდენიც გინდათ)

 

 

№3 ატამი და ბანანი 🍑

🔸 1 გაყინული მწიფე ბანანი

🔸3-4 ცივი ტკბილი ატამი

🔸1-1,5 ჭიქა მცენარეული რძე

🔸ფინიკი ან სხვა ნატურალური დამატკბობელი გემოვნებით

 

 

 

 

როგორ გავყინოთ ბანანი?

დავჭრათ და დავტოვოთ საყინულეში 4-5 საათით მინიმუმ. მომზადებამდე 15 წუთით ადრე გამოვიღოთ.

იმისთვის რომ თქვენი სმუზი უფრო ნოყიერი გახდეს, დაამატეთ მცენარეული პროტეინი (შეგიძლიათ შეიძინოთ organika.ge-დან) 😋