გაიცანით ვეგანი – პრინცი ხალიდ იბნ ალ-ვალიდი, არაბული სამყაროს ყველაზე მდიდარი ინვესტორის პრინც ალ-ვალიდ იბნ ტალალ ალ-საუდის შვილი. პრინცმა დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაუშვებს ცხოველების ტანჯვას თავისი საკვების, მოდის ან ცხოვრების სტილის სხვა მოთხოვნების გამო.

პრინცი ძალიან შეწუხებულია ეკოლოგიის პრობლემებით. მან უარი თქვა გაზში და ნავთობში ინვესტიციებზე. მას ჰყავს მხოლოდ ერთი მანქანა – ელექტრომობილი Tesla.

ხალიდი თვლის, რომ სამყარო ეკოლოგიური კაატასტროფის წინაშე დგას კლიმატის ცვლილების გამო, რისი ერთ-ერთი მიზეზია მეცხოველეობა. „ჩემი მთავარი მიზანია – ჩავაბარო მეცხოველეობის ფერმები წარსულს. ეს უნდა მოხდეს სანამ ცოცხალი ვარ“.

საუდის არაბეთის პრინცი2008 წელს ხალიდმა ნახა 2 დოკუმენტალური ფილმი: „Food, Inc.“ და „Food Matters“. ამის შემდეგ პრინცი დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე და კვებაზე. იმ დროს მისი წონა იყო 105 კგ, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ჰქონდა. იმის შემდეგ რაც ის ვეგანი გახდა, 23 კილო დაიკლო და ქოლესტერინის დონეც ნორმაში მოიყვანა.

პრინცი ხალიდი აქტიურად ავრცელებს PETA-ს (People for the Ethical Treatment of Animals) და Mercy For Animals-ის ინფორმაციას თავის ტვიტერში.