ეს ვაშლის კექსი არა მარტო გემრიელია, არამედ არ შეიცავს შაქარს, გლუტენს და ლაქტოზას. აუცილებლად სცადეთ მომზადება!

ინგრედიენტები

  • ნუშის რძე (ან სხვა მცენარეული) – 200 მლ
  • ქიშმიში – 100 გ
  • ბრინჯის ფქვილი – 250 გ
  • ცომის გამაფხვიერებელი – 10 გ
  • მოხალული თხილი – 70 გ
  • მწიკვი ჯავზის კაკალი და დარიჩინი
  • დიდი ტკბილი ვაშლი (დაახლოებით 200-250 გ) ვაშლი აუცილებლად უნდა იყოს ტკბილი!
  • ვაშლის ძმარი – 2 ჩაის კოვზი
  • არარაფინირებული ზეითუნის ზეთი – 30 მლ.

მომზადება

  • დაალბეთ ქიშმიში რძეში
  • თხილი დაფხვენით ბლენდერში
  • ვაშლისგან გააკეთეთ პიურე
  • შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები, სანელებლები, ვაშლი, თხილი, ქიშმიში რძეთი
  • დაამატეთ ვაშლის ძმარი ზეთში, კარგად აურიეთ და დაამატეთ ცომში.
  • ცომის კონსისტენცია უნდა იყოს ხაჭოს მაგვარი.
  • მიღებებული მასა გადაიტანეთ ცხიმიან კექსის საცხობ ფორმაში და გამოაცხეთ ღუმელში 160 გრადუსზე 30-45 წუთის განმავლობაში! ცხობის ბოლოს შეამოწმეთ ჩხირით: ბოლომდე მშრალი ვერ იქნება, რადგან ტექსტურა ტენიანი აქვს, მთავარია ცომის დიდი ნაწილები არ რჩებოდეს ჩხირზე.

გააცივეთ კექსი და მერე ამოიღეთ ფორმიდან. ზემოდან მორთეთ თხილით, ქოქოსის ფანტელით და სხვ.