უგემრიელესი შოკოლადის მუსი (პუდინგი) – ნაზი, არომატული და გამორჩეული დესერტია. ეს რეცეპტი იდეალურია საუზმისთვის. ის არ გავს კლასიკური მუსის რეცეპტს, მაგრამ ძალიან გემრიელია და სასარგებლო. არ შეიცავს კვერცხს, შაქარს, რძეს. ასეთი მუსი მოეწონება ყველას!

შოკოლადის მუსი

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • სელის თესლი – 2 სუფრის კოვზი
  • მწვანე წიწიბურა – 2 სუფრის კოვზი. (თუ არ გაქვთ, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი სელის თესლი)
  • მწიფე ბანანი – 2 ცალი
  • ფინიკი – 4 ცალი, ან თაფლი გემოვნებით
  • კაკაო ან კერობი – 2-3 ჩაის კოვზი
  • წყალი.

ამ ინგრედიენტებისგან გამოდის 2 ულუფა

შოკოლადის დესერტი

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის მუსი?

  • ჩავალბოთ სელი(წყალმა უნდა გადაფაროს თესლი)და წიწიბურა წყალში 6-8 საათით. დილით გამოვრეცხოთ წიწიბურა და სელთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში. კარგად ავთქვიფოთ.
  • დავამატოთ ბანანი, ფინიკი კურკის გარეშე, კაკაო ან კერობი და 40-50 მლ წყალი. ავთქვიფოთ სანამ მასა ერთგვაროვანი გახდება.
  • გადავასხათ ჭიქებში და მოვრთოთ ბანანით ან სხვა ხილით.
  • შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით (არ არის აუცილებელი, შეიძლება იმ წუთასვე მივირთვათ).

უგემრიელესი შოკოლადის დესერტი მზადაა. გემრიელად  მიირთვით! მას აქვს გამორჩეული შოკოლადის გემო, ნაზი კონსისტენცია. თუ გინდათ ეს დესერტი უფრო დიეტური იყოს, არ დაამატოთ ფინიკი, უბრალოდ გამოიყენეთ ძალიან ტკბილი ბანანი. აუცილებლად მოამზადეთ და გააოცეთ ახლობლები!

სამარხვო დესერტი