ეს ბანანის და შოკოლადის კექსი ძალიან მარტივად მზადდება. არ შეიცავს კვერცხს, შაქარს, თეთრ რაფინირებულ ფქვილს, რძის პროდუქტებს. მოამზადეთ საუზმისთვის და დატკბით მისი გემოთი.
ინგრედიენტები:
- ცეხვილი ფქვილი ან შვრიის ფქვილი – 2 ჭიქა;
- მცენარეული რძე – 1 ჭიქა;
- ბანანი – 4 ცალი;
- ქოქოსის ზეთი – ½ ჭიქა;
- ცომის გამაფხვიერებელი – 2 ½ ჩაის კოვზი;
- ფინიკის, ნეკერჩხლის ან ტოპინამბურის სიროფი – ½ ჭიქა;
- კაკაო – ½ ჭიქა.
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
- ფორმაში ჩადეთ გამოსაცხობი ქაღალდი.
- დააბლენდერეთ 3 ბანანი (ან გამოიყენეთ ჩანგალი).
- შეურიეთ ერთმანეთს მშვალი ინგრედიენტები (კაკაოს გარდა), დაუმატეთ ბანანი და დარჩენილი სველი ინგრედიენტები.
- ცომის ნახევარი გადაიტანეთ სხვა ჯამში და დაუმატეთ კაკაო.
- დაასხით ფორმაში თეთრი და კაკაოს ცომი რიგრიგობით.
- ზემოდან დადეთ დაჭრილი ბანანი.
- გამოაცხვეთ 50-60 წუთის განმავლობაში.
კექსი გამოდის ძალიან არომატული, ნაზი და უგემრიელესი. გემრიელად მიირთვით!
ავტორი @healthyfrenchwife
გირჩევთ წაიკითხოთ:
ჯანსაღი სამარხვო ვაშლის ღვეზელი
სამარხვო ვაშლის ნამცხვარი - უგემრიელესი რეცეპტი შაქრის და ფქვილის გარეშე
არომატული ჯინჯერის ორხცობილა საახალწლო განწყობისთვის (Vegan)
ვაშლის კექსი თხილით - სამარხვო, გლუტენის და შაქრის გარეშე
უგემრიელესი ნაყინი სახლის პირობებში - მარტივი რეცეპტი, სამარხვო
უგემრიელესი სამარხვო ბრაუნი - მარტივი და სასარგებლო რეცეპტი