Iherb არის ცნობილი ამერიკული ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ეკო-პროდუქცია. აქ შეგვიძლია შევიძინოთ ვიტამინები, ნატურალური კოსმეტიკა, კვების პროდუქტები, სასარგებლო დანამატები და ბევრი სხვა.

iherb საქართველო

ეს არის უნიკალური ონლაინ-მაღაზია მათთვის ვინც ჯანსაღი ცვოხრების წესს ეწევა. აქ არის ბევრი სასარგებლო, როგორც ქალებისთვის და კაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. მომავალში ჩემს ბლოგზე გავაკეთებ პროდუქტების მიმოხილვას და გაგაცნობთ ბევრ საინტერესოს.

Iherb რეგისტრაცია

ეს არის Iherb-ის მთავარი გვერდი. სამწუხაროდ ქართულ ენაზე არ არის ნათარგმნი, ამიტომ ინგლისურის ცოდნაა საჭირო.

iherb მთავარი გვერდი

თუ პირველად ხართ, დააჭირეთ My Account და Create an Account. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ანგარიში ან შეხვიდეთ Facebook-ის ან Google-ის მეშვეობით. რეგისტრაცია დასრულებულია.

ანგარიშის რეგისტრაცია iherb

როგორ გავაკეთოთ შეკვეთა?

ჩაწერეთ ძებნაში პროდუქტის დასახელება და დააჭირეთ Enter-ს. ან შედით კატეგორიებში და ამოირჩიეთ სასურველი ნივთი.

iherb შეკვეთა ძებნა

მაგალითად, ვიპოვოთ Omega-3. ასე გამოიყურება ძებნის შედეგი. პირველ რიგში საიტი გვიჩვენებს ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ პროდუქტებს.

ძებნის შედეგები iherb

გადავიდეთ სასურველი პროდუქტის გვერდზე და ვნახოთ მისი დახასიათება და გავეცნოთ გამოხმაურებებს. თუ ყველაფერი გვაწყობს დავამატოთ კალათაში.

ომეგა3 herb

იმის შემდეგ რაც კალათაში ყველა პროდუქტს დაამატებთ გადადით შეკვეთის დასასრულებლად. კალათაში გამოიყენეთ კოდი JSM285 და მიიღეთ 5% ფასდაკლება შეძენაზე.

iherb ფასდაკლება

აირჩიეთ მიწოდების მეთოდი. საქართველოსთვის არსებობს ორი: DHL და UPS. როგორც წესი DHL უფრო იაფია.

ასევე შეგიძლიათ ამერიკულ მისამართზე გამოწეროთ თუ სარგებლობთ შუამავალი კომპანიების სერვისებით (USA2GEORGIA, Camex და ა. შ.)

iherb მიწოდება

დააჭირეთ Proceed to checkout და შეიყვანეთ თქვენი მისამართი. თქვენი საფოსტო ინდექსის გასაგებად ეწვიეთ საქართველოს ფოსტის საიტს.

მისამართი iherb

ამის შემდეგ დაამატეთ გადახდის მეთოდი და დაამთავრეთ შეკვეთის პროცესი. თანხა ჩამოგეჭრებათ დოლარებში, კონვერტაცია მოხდება თქვენი ბანკის კურსის მიხედვით.

მისამართი iherb

ამის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ დამადასტურებელი წერილი. თქვენი შეკვეთის 5% დარჩება თქვენს ანგარიშზე შემდეგი შეკვეთისთვის.

როგორ შევამციროთ მიწოდების ფასი?

iherb shipping saver

ხანდახან მიწოდების ფასი შეიძლება პროდუქტის ფასზე მაღალი იყოს.

ამისთვის უნდა ჭკვიანურად ავაწყოთ ჩვენი კალათა. რამოდენიმე რჩევა.

  • ყველა კატეგორიაში არის Shipping saver ნივთი. დაამატეთ კალათაში ასეთი პროდუქტები და მიწოდების ფასი შემცირდება. უკეთესია თუ რამოდენიმეს დაამატებთ.
  • დაამატეთ ერთი პროდუქტი 4-5 ან მეტი ცალი.
  • რაც უფრო პატარა ზომის იქნება თქვენი შეკვეთილი პროდუქტები, მით უფრო დაბალი მიწოდების ფასი.

გახსოვდეთ თუ პროდუქციის თვით ღირებულება ტრანსპორტირების და სხვა რაიმე თანხის გარეშე  აღემატება 300.00 ლარს მოგიწევთ განბაჯება და 18 % დ.ღ.გ. დამატებითი ღირებულების გადასახადი.