ძალიან გემრიელი და სასარგებლო საუზმე! ჩიას “იოგურტი”. ჩიას თესლები არის ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყარო. ის შეიცავს ხუთჯერ უფრო მეტ კალციუმს (100 გრ ჩიას თესლები- 870 მგ) ვიდრე ძროხის რძე (125 მგ ნაკლები), ორჯერ უფრო მეტ ცილას ვიდრე სხვა თესლები და მარცვლები, ორჯერ უფრო მეტ კალიუმს, ვიდრე ბანანი.

ეს არის ძალიან ხარისხიანი მცენარეული ცილა, სადაც ცილის შემცველობა აღწევს 19-23% თესლების წონისგან.
ჩია არის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი მცენარეული წყარო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მჟავის ომეგა-3.

ჩიას თესლები

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • 3 ბანანი
  • მარწყვი გემოვნებით
  • ფინიკი ან სხვა ნატურალური დამატკბობელი გემოვნებით
  • ქოქოსის რძე – 50-70 მლ
  • ჩიას თესლები – 2 სუფრის კოვზი
  • ნუში, ნიგოზი, თხილი ან მარცვლები სურვილისამებრ

გამოდის 2 ულუფა

როგორ მოვამზადოთ?

1. დაამატეთ ინგრედიენტები ბლენდერში და ათქვიფეთ.
2. გადაიტანეთ თეფშზე და მორთეთ ხილით, ნიგოზით ან მარცვლებით.
3. დატოვეთ 15-30 წუთით რომ ჩიას თესლი მასა უფრო სქელი ჟელატინის მაგვარი გახადოს.

ეს არის მშვენიერი საუზმე ყველასთვის. აუცილებლად სცადეთ და გააზიარეთ შთაბეჭდილებები.