სამარხვო ვაშლის ბლინები – უგემრიელესი, ნაზი, არომატული. არ შეიცავს კვერცხს, ძროხის რძეს. მზადდება ვაშლის პიურეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეცეპტი გახდება თქვენი ფავორიტი. აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ საუზმისთვის.

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • ცეხვილი ხორბლის ფქვილი – ½ ჭიქა
  • შვრია – ½ ჭიქა
  • სოდა – ¼ ჩაის კოვზი
  • ვაშლის პიურე – 3 სუფრის კოვზი
  • ვაშლის ძმარი – 1 ჩაის კოვზი
  • ქოქოსის შაქარი – 4-5 სუფრის კოვზი (ან სხვა სასურველი დამატკბობელი)
  • მცენარეული რძე – 1 ჭიქა (250 მლ)
  • დარიჩინი გემოვნებით.

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ბლინები?

  • შვრია ჩავყაროთ ბლენდერში და გავაკეთოთ ფქვილი
  • ავურიოთ ფქვილი, სოდა და შაქარი. ცალკე პიურე, ძმარი და რძე
  • შევურიოთ ერთმანეთს და გავაკეთოთ ცომი. ბოლოს დავუმატოთ დარიჩინი
  • თუ ბლინებისთვის განკუთვნილი ტაფა გაქვთ, მხოლოდ ერთხელ დაასხით მცენარეული ზეთი და მიუდექით ბლინების გამოცხობას.
  • მზადაა! ამ ინგრედიენტებისგან გამოდის 12 ბლინი.

მიირთვით ვაშლის ბლინები ჯემით, თაფლით ან იოგურტით. ასევე სცადეთ და მოამზადეთ უგემრიელესი სამარხვო შოკოლადის პუდინგი.

სამარხვო ბლინები