ბევრმა არ იცის რა განსხვავებაა ვეგანსა და ვეგეტარიანელს შორის.

ვეგეტარიანელები რაციონიდან გამორიცხავენ ხორცს, მაგრამ ტოვებენ რძის პროდუქტებს (ლაქტო-ვეგეტარიანელი) და ზოგ შემთხვევაში კვერცხს (ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელი). ბევრი ვეგეტარიანელი უარს ამბობს ტყავის და ბეწვის ტანსაცმელზე და აქსესუარებზე.

ვეგანები ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს გამორიცხავენ რაციონიდან და ცხოვრების სხვა სფეროებიდან. ანუ არ ჭამენ კვერცხს, რძის პროდუქტებს, თაფლს. ასევე არ ყიდულობენ ტანსაცმელს, აქსესუარებს, კოსმეტიკას, რომლის წარმოებისთვის ცხოველები იღუპებიან.

ასევე არის ასეთი მიმდინარეობა როგორც plant-based (90-100% მცენარეული კვება). ასეთი ადამიანები უბრალოდ გამორიცხავენ რაციონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. ზოგჯერ მათ რაციონში არის ცხოველური წარმოშობის ორგანული პროდუქტების ძალიან მცირე რაოდენობა (მიღებული გარეული ან ბუნებრივ გარემოებაში გაზრდილი ცხოველებისგან).

ამას გარდა, ადამიანები, რომლებისთვისაც ცხოველების სიცოცხლე მნიშვნელოვანია, არ დადიან ცირკებში, ზოოპარკებში, დელფინარეუბში და ა. შ.