სელი – ერთ ან მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც გამოიყენება ტანსაცმელის შესაქმნელად, ხალხურ მედიცინაში და კულინარიაში. სელის ზეთი არიდ დიეტური პროდუქტი, რომელიც არის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების წყარო. სელის თესლი ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის.

სელის თესლის სარგებლობა

სელის თესლში წარმოდგენილია შემდეგი ვიტამინები: B2, B3, B4, B5, B6, B9, D, E, ტოკოფეროლი, ბეტა-კაროტინი. ასევე მასში შედის მიკრო და მაკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი, სელენი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი და თუთია.

სელის თესლს აქვს ბერვი სასარგებლო თვისება. ის რბილად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, პარაზიტებისგან და მათი ცხოველ-მოქმედების პოდუქტებისგან. უჯრედისი და პეკტინის ნივთიერებები კრავენ მძიმე მეტალებს.

სელის თესლი

სელის თესლი

ომეგა-3–ის შემცველობა სელის თესლში 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თევზის ქონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის სწორი განვითარებისთვის.

ომეგა 3 ათხელებს სისხლს, რაც თრომბოზის, ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკაა. ომეგა 6 არის ძალიან გავრცელებული ელემენტი (ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, მაიონეზში, მარგარინში, მზესუმზირაში და ა. შ.), რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, შაქრის დიაბეტი, ჭარბი წონა. მისი ეფექტის დაბალანსება ხდება სწორედ ომეგა 3-ის მეშვეობით. სელის თესლის 100 გრამი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავების 19 გრამს.

სელენი აღადგენს ამ მიკროელემენტის ნაკლებობას ორგანიზმში. ეს პრობლება ხშირად აქვს დიდი ქალაქების მცხოვრებს და მათ, ვინც ბევრ ნახშირწყლებს იყენებს. სელენი იცავს ნუკლეინის მჟავებს დანგევისგან, ამცირებს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს.

კალიუმი – კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ის აუცილებელია ყველა ორგანოს გამართული მუშაობისთვის. მისი ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა, შეშუპებები, თირკმელების პრობლემები.

ლეციტინი და ვიტამინი B იცავენ ნერვიული ქსოვილების უჯრედებს, ამცირებს პსიქიკური დაავადედების, მშობიარობ შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკს.

სად შევიძინოთ სელის თესლი

მკურნალობა სელის  თესლით

სელის თესლი ბევრი დაავადების განკურნებას შველის.

  • ქრონიკული შეკრულობა. უჯრედისი ხელს უწყობს კუჭ-ნახლავის რბილ წმენდას, შლაკების და ტოქსინების გამოყვანას და ლორწოვანის აღდგენას.
  • ათეროსკლეროზი. სელის ზეთი ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის შემცვლელობას სისხლში, რის გამოს იბლოკება ათეროსკლეზორული ბალთების წარმოქმნას. ასევე ამკრივებს და აუმჯობესებს ძარღვების ელასტიურობას.
  • პარაზიტული ინვაზია. სელს აქვს ანტიჰელმინტური თვისებები.
  • ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს.
  • შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები.
  • ყელის ტკივილი.
  • კუჭ-ნაწლაცის ტრაქტის პათოლოგიები. დისპეფსია, კუჭის წყლული, გასტრიტი.
სელის თესლის სარგებლობა

სელის თესლით მკურნალობა

სელის თესლი ქალებისთვის – თვისებები

სელის თესლი სასარგებლოა ქალების ჯანმრთელობისთვის, რადგან შეიცავს ფიტოესტროგენებს – ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს. სელიშ თესლის რეგულარული გამოყენება ამცირებს კლიმაქსის გამოვლენებს და არის მკერდის და საშვილოსნოს კიბოს კარგი პროფილაქტიკა.

სელის ზეთის სარგებლობა

სელის ზეთის ყველაზე დიდი უპირატესობაა – ცხიმოვან მჟავების ომეგა-3 და ომეგა-6 დიდი რაოდენობა. ეს ცხიმები ასევე არის გოგრის, სეზამის, სიმინდის და მზესუმირის ზეთებში. მაგრამ რატომ არის სელის ზეთი ყველაზე სასარგელო?

საქმე იმაშია, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო კომპონენტების შემცველობა, არამედ მათი თანაფარდობა. ომეგა-3 თანაფარდობის ნორმა ომეგა 6-თან განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, იაპონიაში – 1:4,   შვედეთში – 1:5. მარგამ უმეტესი ადამიანის რაციონში ომეგა-6 შემცლელობა ბევრად აჭარბებს. ამ შემთხვევაში ომეგა-3 უბრალოდ ვერ ითვისება ორგანიზმში.

სელის ზეთი ფასი

სელის ზეთი

სელის ზეთი გაჯერებულია B-ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვიული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინები-ანტიოქსიდანტები A და E გვეხმარებიათ თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში. ლეციტინი და მინერალები თავს არიდებენ რკინადეფიციტურ მდგომარეობებს და ენდოკრინურ დარღვევებს.

სელის თესლი და ზეთი არიან ხალხური მედიცინის პრეპარატები. დაშვებულია დღეში 5-50 გრამის მიღება იმუნიტეტის გასაძლიერებლად და „ცუდი“ ქოლესტერინის შესამცირებლად. ეს არის გიპერტონიის, მიოკარდის ინფარკტის, ინსულტის, ტრომბოფლებიტის პროფილაქტიკა.

კალიფორნიის გერსენის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად სელის ზეთი ანელებს სიმსივნეების ზრდას, ამიტომ ის რეკომენდირებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.

ამის გარდა სელის თესლი მშვენიერი პროდუქტია ვეგეტარიანელებისთვის – ეს არის ომეგა-3 საუკეთესო წყარო.

სელის ზეთი

სელის ზეთი სასარგებლოა ვეგეტარიანელებისთვის

სელის ზეთის ყიდვა ძალიან დიდ სიფრთხილესთანაა დაკავშირებული. სინათლის და სითბოს ზემოქმედების ქვეშ ცხიმოვანი მჟავები მომენტალურად იჟანგებიან და წარმოიქმნება მავნე პეროქსიდები.

როგორ გავიგოთ ვარგისია თუ არა სელის ზეთი? თუ მას აქვს ძალიან მწარე გემო და ცუდი სუნი – არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ! ეს საფრთხეს შეუქმნის თქვეს ჯანმრთელობას!

სელის ზეთი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ გრილ ადგილას. მისი ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ მუქ შუშის ბოთლებში.

როგორ მოვიხმაროთ სელის თესლი

სელის თესლს აუცილებლად უნდა დაფხვნა. ამისთვის საჭიროა ბლენდერი, ყავის საფქვავი. მხოლოდ კარგად დაფქული სელის თესლი ითვისება ორგანიზმში.

რაში გამოვიყენოთ სელის თესლი

რაში გამოვიყენოთ სელის თესლი

  • სელის თესლი კეფირთან ან მაწონთან. სელის თესლის დიეტა არის ძალიან პოპულარული. ეს მარტივი რეცეპტი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. აიღეთ 100 მლ. კეფირი და 1 ჩაის კოვზი სელის თესლი. მიიღეთ საუზმის ან ვახშმის მაგივრად. პროცესის დასაჩქარებლად დაუმატეთ კიდევ ერთი კოვზი მეორე კვირას და კიდევ ერთი მესამე. სელის თესლი გასახდომად არ არის საკმარისი. არ დაგავიწყდეთ სწორი კვება და რეგულარული ვარჯიში.
  • სელის თესლის ნახარში. ორგანიზმის კომპლექსური წმენდისთვის და კანის მდგომარეობის გაიმჯობესებისთვის მოამზადეთ ასეთი ნახარში: სელის თესლის 1 სუფრის კოვზს დაასხით მდუღარე წყალი (ნახევარი ლიტრი) და მოხარშეთ ნელ გაზზე ნახევარი საათი. ამის შემდეგ შეახვიეთ პირსახოცში და აცადეთ სანამ გაცივდება. თბილი კისელის 250 მლ. დალიეთ დილით გაღვიძების შემდეგ და ძილის წინ.
  • სელის თესლის ფაფა. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. ჩაალბეთ 1 სუფრის კოვზი სელის თესლი 6-8 საათით წყალში, ისე რომ წყალმა ცოტა დაფაროს. დილით მასა იქნება როგორც ჟელე. მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით 100 მლ. წყალი ან მცენარეული რძე და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ბანანი და სხვა ნებისმიერი ხილი, თაფლი და ისევ ჩართეთ ბლენდერი. შეგიძლიათ კიდევ ცოტა წყალი დაუმატოთ. ფაფა მზადაა.
  • სელის თესლი როგორც კვერცხის შემცვლელი. იდეალურია სამარხვო რეცეპტებისთბის. 1 სუფრის კოვზი სელის თესლი დაფქვით. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი. დააყენეთ 10-15 წუთი და გამოიყენეთ ნამცხვრებში.
სელის თესლი გახდომისთვის

სელის თესლი გახდომისთვის

სელის თესლის უკუჩვენებები

სპეციალისტებს სხვადასხვა აზრი აქვთ სელის თესლის ოპტიმალური რაოდენობის გამოყენებაზე. ყოველ შემთხვევაში ცუდია მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება.

დიდი სიფრთხილით მიიღება სელის თესლი:

  • ორსულობის და ლაქტაციის დროს.
  • პოლიკისტოზის, ენდომეტრიტის და საშვილოსნოს ფიბრომის შემთხვევაში.
  • კოლიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი.
  • კენჭები ნაღვლის და შარდის ბუშტში.
  • ინდივიდუალური აუტანლობა.

ამ შემთხვევებში აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.

სელის თესლი მთავარი

სად ვიყიდოთ სელის თესლი?

სელის თესლი იყიდება აფთიაქებში, ჰიპერმარკეტებში (კარფული, გუდვილი) და ონლაინ-მაღაზიებში. სელის თესლი ფასი დამოკიდებულია რაოდენობაზე, მწარმოებელზე. არ გირჩევთ ბაზრობაზე და მსგავს ადგილებში ყიდვას მიუზედავად იმისა რომ იაფია, რადგან მანდ არასწორედ ინახება პროდუქტი.

უპირატესობა მიანიჭეთ კარგად დახურულ, ჰერმეტულ შეფუთვას და აუცილებლად გადაამოწმეთ ვადა.

მეგობრებო გააზიარეთ ეს სტატია, თუ მოგეწონათ. ძალიან გამახარებთ და „მადლობას“ გადამიხდით შრომისთვის. დამიწერეთ კომენტარებში, როგორ იყენებთ სელის თესლს?