97 წლის ვეგანი97 წლის ვეგანი ენ ევერსი თითქმის ორი წელია, რაც მცენარეული კვების მიმდევარი გახდა. მას აქვს ინსტაგრამი, სადაც აზიარებს თავის ვარჯიშებს და სხვა საინტერესო შთაგონებელ ინფორმაციას.

ვეგანიევერსმა უარი თქვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე დოკუმენტალური ფილმის „What the Health“ ყურების შემდეგ. ის ამბობს, რომ ბავშვობიდან მიჰყვებოდა „სტანდარტულ ამერიკულ დიეტას“, მაგრამ ფილმის შემდეგ დაინახა, რა გავლენას ახდენს ცხოველური წარმოშობის საკვები ჯანმრთელობაზე, გარემოზე და ეთიკაზე.

ევერსი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ეს ინფორმაცია ადრე შეხვდებოდა. ახლა ის დარწმუნებულია, რომ ადამიანს არ სჭირდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ცხოვრებისთვის. „ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვკლათ ცოცხალი არსება. ცვლილებების განხორციელება არასდროს არის გვიან!

97 წლის ვეგანმა თქვა: „მე მაქვს მეტი ენერგია, თავს მსუბუქად ვგრძნობ, ადვილად ვმოძრაობ. ვფიქრობ, რომ ეს დამეხმარება შევინარჩუნო ჯანმრთელობა“.

გახდი ვეგანი