ფუა-გრა, რომელიც ბატის ან იხვის ღვიძლისგან მზადდება, ნიუ-იორკში აკრძალეს. ფრანგული კერძი, რომელიც დელიკატესად ითვლება, ფრინველების გასქელებული/გაცხიმოვნებული ღვიძლისგან მზადდება.
ფრინველებს მილით სპეციალურ მიქსტურას უწყეტად აჭმევენ, რის შედეგადაც მათი ღვიძლი დაახლოებით 10-ჯერ იზრდება. ნიუ იორკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქში, სადაც 1 000-მდე რესტორანია, რომელიც მომხმარებელს ფუა-გრას სთავაზობს, კერძის გაყიდვა 2022 წლიდან აიკრძალება. მიზეზი ფრინველების მიმართ სასტიკის მოპყრობაა.
ნიუ-იორკი პირველი არ არის, იგივე აკრძალვა მოქმედებს კალიფორნიის შტატში, ასევე, ინდოეთში, ისრაელსა და დიდ ბრიტანეთში.
გარდა ამისა, ფუა-გრა აკრძალულია ჩეხეთში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, ავსტრალიასა და არგენტინაში.
წყარო: