ნიუ-ჯერსიში საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენება აიკრძალა.

და ეს არა მარტო საცირკო წარმოდგენებს ეხება, არამედ სადღესასწაულო კარნავალებს, ბაზრობებს, ფესტივალებს, აღლუმებს, კონტაქტურ ზოოპარკებს და სხვა ღონისძიებებს, სადაც სპილოები, ვეფხვები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული აკრძალვა პარასკევს 14 დეკემბერს, ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ მიიღო.

აკრძალვას დაარქვეს Nosey’s Law 36 წლის სპილოს Nosey’s საპატივცემულოდ, რომელსაც მოხეტიალე ცირკის პატრონი აწამებდა. აქტივისტებმა გადაარჩინეს სპილო, და ახლა ის თავშესაფარში ცხოვრობს.

„მე ვამაყობ იმით, რომ Nosey’s Law ვაწერ ხელს, რომ ნიუ-ჯერსი გახდება შტატი, სადაც აკრძალულია სისასტიკე გარეული და ეგზოტიკური ცხოველების მიმართ. ამ ცხოველების ადგილია ბუნებაში, და არა არენაზე“, – თქვა მერფიმ.

„შარშან საცირკო წარმოდგენებში სპილოების გამოყენება ილინიოსსა და ნიუ-იორკში აიკრძალა. ჰავაიში განიხილება კანონპროექტი? რომელიც აკრძალავს ველური ცხოველების იმპორტს, რაც ეფექტურად დაიცავს ცხოველებს სასტიკი ექსპლუატაციისგან“, – განაცხადა რეიჩელ მეთიუსმა (PETA Foundation Associate Director of Captive Animal Law Enforcement).

„ეს დიდებული დღეა სპილოებისთვის, ვეფხვებისთვის და სხვა ცხოველებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან ცირკებში. PETA მადლობას უხდის ამ ჰუმანური კანონის ინიციატორებს ნიუ-ჯერსიში“, – დაამატა მეთიუსმა.