ძალიან გემრიელი სამარხვო ვაშლის ღვეზელი. ჯანსაღი და მარტივი რეცეპტი, რომელზეც 20-30 წუთი დაგჭირდებათ. აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ!
ვაშლის ღვეზელი სამარხვო

ინგრედიენტები:

  • ცეხვილი ფქვილი – 3 ჭიქა
  • ცხელი წყალი – 1 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი – 3 სუფრის კოვზი
  • ვაშლი – 2-3 ცალი
  • ბანანი – 1 ცალი (არ არის აუცილებელი)⠀
  • ქიშმიში – ½ ჭიქა
  • ქოქოსის შაქარი – 1 სუფრის კოვზი, ან ნეკერჩხლის, აგავის, ტოპინამბურის სიროფი, თაფლი – 1 სუფრის კოვზი
  • დარიჩინი – 1/3 ჩაის კოვზი.

მომზადება:

  1. დაასხით ცხელი წყალი ფქვილს (არა მდუღარე, გაუფრთხილდით ხელებს), დაუმატეთ ზეთი და მოიზილეთ ცომი. თუ საჭიროა დუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი.
  2. გათელეთ ვაშლი, დაჭერით კუბიკებად და პატარა ქვაბში ან ღრმა ტაფაში მოათავსეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ შაქარი ან სიროფი და მოთუშეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დარიჩინი, ქიშმიში და დაჭრილი ბანანი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
  3. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთ-ერთი ნაწილი გააბრტყელეთ თხლად, მრგვალი ჭიქის დახმარებით გამოყავით სექციები, და მათ შუაში დადეთ შიგთავსი. ზემოდან ცომის მეორე გაბრტყელებული ნაწილი დაადეთ და გამოჭერით ღვეზელები ჭიქით.
  4. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთი ან შეწვით ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში.

ღვეზელები მზადაა. შეგიძლიათ მცენარეულ რძესთან ერთად მიირთვათ!

ავტორი @darya_makar